2020-02-25

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

25 თებერვალს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. საზეიმო ცერემონიალის შემდგომ ბალცეროვიჩი წაიკითხავს საჯარო ლექციას - „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ (“The Institutional Systems and the Quality of Life”).  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

ლეშეკ ბალცეროვიჩი ითვლება პოლონეთის 1989 წელს წამოწყებული ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორად. მან დააპროექტა და დაასრულა პოლონეთის ეკონომიკის რადიკალური სტაბილიზაცია და ტრანსფორმაცია კომუნიზმის დაცემის შემდეგ. ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია; არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ. 

2000 წელს ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი.


« იხ. ყველა ანონსი