2014-02-22

„რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“

22 თებერვალს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი” NALAG/USAID-ის პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ეკოკლუბის წევრებს ჩაუტარდებათ ლექცია თემაზე „რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“. ეკოკლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107

« იხ. ყველა ანონსი