2018-04-21

ელექტრონული ოლიმპიადა ,,მეცნიერების თასი - 2018“

21 აპრილს, 15:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ორგანიზებით თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის ყოველწლიური ელექტრონული ოლიმპიადის: ,,მეცნიერების თასი-2018“ ფინალური ტური გაიმართება.

ფინალურ ტურზე, წინა ეტაპებზე შერჩეული 13 საუკეთესო გუნდიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი