2017-12-21
იტალიელი პროფესორების საჯარო მოხსენებები თსუ-ში
21 დეკემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის ორგანიზებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, იტალიელი პროფესორები წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს შრომის სამართლის სფეროში შემდეგ თემებზე:
ანდრეა ბორონი - „ქართული შრომის კოდექსი: ხედვა საზღვარგარეთიდან“;
მარკო სეგეზიო - „დისკრიმინაცია და შრომის სამართლის კანონმდებლობა საქართველოში: შედარებითსამართლებრივი პერსპექტივა“;
ჯოვანა კარუნიო - „ბავშვები გასართობ სამყაროში: რა არის შრომის სამართლის პასუხები?“.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება დაზღვევის სამართლის სფეროში ინიცირებული ერთობლივი პროექტის წარდგენა.
მოხსენებები წარიმართება იტალიურ ენაზე, თარგმანის უზრუნველყოფით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06
« იხ. ყველა ანონსი