2014-03-21

მეცამეტე საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია

21 მარტს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მეცამეტე საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვები 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტია აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი. კონფერენცია საქართველოში წელს პირველად გაიმართება და მასში 17 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონფერენცია 23 მარტს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი