2011-10-05
საერთაშორისო სიმპოზიუმი: ქრისტიანული ეთიკა და თანამედროვეობა
გერმანიის პროფესორთა ფორუმისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2011 წლის 5-6 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი:
ქრისტიანული ეთიკა და თანამედროვეობა.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. იგი ეძღვნება თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა სულზე ქრისტიანული ზრუნვა, როგორც ევროპის ინტელექტუალური ერთიანობის საფუძველი; ora et labora ლოცვისა და შრომის ურთიერთმიმართება დასავლურ ქრისტიანობაში; ბიზნეს ეთიკის ბიბლიური საფუძვლები; ადამიანის გაგება აღმოსავლურსა და დასავლურ ქრისტიანობაში; ქრისტიანული ღირებულებები და ეკონომიკა; წარმატება და ქრისტიანული ღირებულებები; კულტურის ტრანსფორმაციები პოსტკომუნისტურ საქართველოში; ბიბლიური ბიზნესეთიკა სეკულარული ბიზნესეთიკის საპირისპიროდ; სამეურნეო ეთოსი და სულის ხსნა; ცოდნა და რწმენა თანამედროვე დისკურსში; ეკლესიის როლი კულტურის ტრანსფორმაციებში; ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება და ქრისტიანული საზოგადოებათმცოდნეობა.
« იხ. ყველა ანონსი