2011-10-05

საერთაშორისო სიმპოზიუმი: ქრისტიანული ეთიკა და თანამედროვეობა

გერმანიის პროფესორთა ფორუმისა და ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2011 წლის 5-6 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი: ქრისტიანული ეთიკა და თანამედროვეობა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ  ქართველი და უცხოელი მეცნიერები. იგი ეძღვნება თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა სულზე ქრისტიანული ზრუნვა, როგორც ევროპის ინტელექტუალური ერთიანობის საფუძველი; ora et labora ლოცვისა და შრომის ურთიერთმიმართება დასავლურ ქრისტიანობაში; ბიზნეს ეთიკის ბიბლიური საფუძვლები; ადამიანის გაგება აღმოსავლურსა და დასავლურ ქრისტიანობაში; ქრისტიანული ღირებულებები და ეკონომიკა; წარმატება და ქრისტიანული ღირებულებები; კულტურის ტრანსფორმაციები პოსტკომუნისტურ საქართველოში;  ბიბლიური ბიზნესეთიკა სეკულარული ბიზნესეთიკის საპირისპიროდ;  სამეურნეო ეთოსი და სულის ხსნა; ცოდნა და რწმენა თანამედროვე დისკურსში;  ეკლესიის როლი კულტურის ტრანსფორმაციებში; ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება და ქრისტიანული საზოგადოებათმცოდნეობა. 
« იხ. ყველა ანონსი