2013-10-12

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი თსუ-ში

12 ოქტომბერს,  11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ ჰანს ულრიჰ ზაიდთის შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების (გეოგრაფიის მიმართულების) ხელმძღვანელებსა და პროფესორებთან შეხვედრა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი