2014-10-08

სახელმძღვანელოს „მედიასამართალი“ პრეზენტაცია თსუ-ში

8 ოქტომბერს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი სახელმძღვანელოს, „მედიასამართალი“ პრეზენტაცია გაიმართება.

სახელმძღვანელო განკუთვნილია მომავალი იურისტებისა და ჟურნალისტებისთვის და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მედიასამართლის დარგი, ცნება და ადგილი სამართლის სისტემაში; დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის საქმიანობის სფერო; მედიასამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები; რეკლამა და მისი სამართლებრივი ბუნება; მედიასამართალი და არჩევნები; დანაშაული და მედია; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მედიასამართალში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი მედიასამართალთან მიმართებით.

სახელმძღვანელო შედგენილია სამი ავტორის მიერ: სერგი ჯორბენაძე, უშანგი ბახტაძე და ზურაბ მაჭარაძე. წიგნი მომზადებულია დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ეგიდით და გამოცემულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ №1, თსუ პირველი კორპუსი,  115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი