2018-03-21

ზაქარია ფალიაშვილის საღამო

21 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის საღამო გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი სპეციალურად დადგმული „დაისით“ და ცეკვა "სამაიათი" წარსდგება მაყურებლის წინაშე. საღამოზე ნაჩვენები იქნება კადრები ფილმიდან „რისთვის მიყვარხარ“ და ასევე ცნობილი ოპერებიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი