2017-07-12

პროფესორ თინათინ მარგალიტაძის მოხსენება - „ჩემი აფრიკული შთაბეჭდილებები: ენობრივი, კულტურული, პიროვნული“.

12 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე დამსწრეთა წინაშე წარდგება მოხსენებით: „ჩემი აფრიკული შთაბეჭდილებები: ენობრივი, კულტურული, პიროვნული“.

მიმდინარე წლის 20-30 ივნისს თინათინ მარგალიტაძე მივლინებით იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აფრილექსის, აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მიწვევით და მონაწილეობა მიიღო აფრილექსის 22-ე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. აფრილექსი 25 წლის წინ დაარსდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ლექსიკონების შექმნას აფრიკის ხალხების ენებზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენაა: ინგლისური, აფრიკაანსი და 9 აფრიკული ენა.

მომხსენებელი მსმენელებს გააცნობს სამეცნიერო ანგარიშს ჩატარებული კონფერენციის შესახებ და გაუზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ამ საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყნის შესახებ.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი