2014-10-08

თსუ-ში აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

8 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე, ქართული ეკონომიკური სამეცნიერო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან აკადემიკოს პაატა გუგუშვილის შთამომავლები, მისი ოჯახის წევრები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივის შესაბამისად გადაწყდა, რომ უნივერსიტეტის მე-10 (ე.წ. „მაღლივი“) კორპუსის 208-ე აუდიტორიას მიენიჭოს დიდი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელი.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.№2, თსუ მე-10 კორპუსი, 208-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი