2013-02-21
ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა
21 თებერვალს, 15:00 – 17:00 სთ. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს, შედგება მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან (ვაშლოვანის ქუჩა #6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის პანთეონში. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პანაშვიდი გაიმართება. ექვთიმე თაყაიშვილს ღვაწლზე თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, სასულიერო და საერო პირები ისაუბრებენ.
მსვლელობაში თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მკითხველები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრების მრევლი და სასულიერო პირები, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას.
21 თებერვალს 14 :00 საათზე დაიწყება მსვლელობის მონაწილეთა შეკრება რამდენიმე ადგილას, მათ შორის ვერის ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან.
21 თებერვალს 14 :00 საათზე დაიწყება მსვლელობის მონაწილეთა შეკრება რამდენიმე ადგილას, მათ შორის ვერის ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ციცო ქველიძე
ტელ: 591 17 41 10
« იხ. ყველა ანონსი