2013-02-21

ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა

21 თებერვალს, 15:00 – 17:00 სთ.  თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო  ფონდის  ორგანიზებით, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს, შედგება მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან (ვაშლოვანის ქუჩა #6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის პანთეონში. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პანაშვიდი გაიმართება. ექვთიმე თაყაიშვილს ღვაწლზე  თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, სასულიერო და  საერო პირები ისაუბრებენ.
მსვლელობაში თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მკითხველები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრების მრევლი და სასულიერო პირები,  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მგალობლები  მიიღებენ მონაწილეობას.
21 თებერვალს 14 :00 საათზე დაიწყება მსვლელობის მონაწილეთა შეკრება  რამდენიმე ადგილას, მათ შორის ვერის ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ციცო ქველიძე
ტელ: 591 17 41 10


« იხ. ყველა ანონსი