2017-07-12

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია

12 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ (Filière Francophone en Informatique) კურსდამთავრებულების ფრანგული ეროვნული დიპლომების (უნივერსიტეტი პარიზი 8) გადაცემის ცერემონია გაიმართება.
 
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტი პარიზი 8-დან პროგრამის ხელმძღვანელი ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელი ჰინდ უკერადი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, პროგრამის კოორდინატორი არჩილ ელიზბარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
 
პროგრამა 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ბოლო 6 წლის შედეგებით კურსდამთავრებულთა 100%  დასაქმებულია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის)აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი