2016-04-22
ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენა
22 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენას გამართავს.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, საბიბლიოთეკო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ექსპოზიცია 1899-2012 წლებში გამოქვეყნებული ივანე ჯავახიშვილის შრომების სრული სახით წარმოდგენის პირველი მცდელობაა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის ავტორობით გამოცემული ყველა წიგნი და მრავალტომეული გამოცემა, ასევე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები. ყველაზე ძველი გამოცემა 1899 წლით თარიღდება და წარმოადგენს ტექსტის ,,სიბრძნე ბალავარისა“, რუსულ თარგმანს. 1900 წლის ჟურნალ ,,მოამბეში“ დაბეჭდილი ნაშრომისათვის კი ,,ანდრია მოციქულისა და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა, რაც მისი პირველი აღიარება იყო. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატს ივანე ჯავახიშვილის ხელჩანთა წარმოადგენს, რომელიც მისმა შთამომავლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა.
ამ გამოფენით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იხსნება სივრცე, სადაც პერიოდულად გამოიფინება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში დაცული იშვიათი გამოცემები, მოეწყობა თემატური გამოფენები.
მისამართი:უნივერსიტეტის ქ. №11, თსუ ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი