2016-09-01

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „განათლება უკეთესი მსოფლიოსათვის“

1 სექტემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „განათლება უკეთესი მსოფლიოსათვის“ გაიხსნება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 ქართველი და უცხოელი მონაწილე. ლექცია-ვორქშოპების ჩასატარებლად მოწვეულნი არიან უცხოელი და ქართველი პროფესორები და ფასილიტატორები.

ხუთდღიანი პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სწავლებაში ინტეგრირება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ განავითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ როგორც საკუთარი ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

oikos-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში. პროექტის თემატური მხარდამჭერია: GRLI (Global Resopisible Leadership Initiative), რომელიც არის გაეროს მენეჯმენტის განათლების პროგრამის (PRME)-ს წევრი ორგანიზაცია და აერთიანებს აკადემიურ პერსონალს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი