2010-07-08

EU CHEMLAB - ევროპული პროფესიული განათლება ქიმიური, ფარმაცევტული, კვებისა და გარემოს დაცვის ინდუსტრიისათვის

2010 წლის 8 ივლისს, 10:00სთ–ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში* (თსუ) გაიმართება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რამდენიმე ევროპული პარტნიორის “EU CHEMLAB" პროექტის პრეზენტაცია, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში ევროპული დონის სასწავლო პროგრამების შექმნა/განხორციელების შესაძლებლობებს ქმნის. პროექტი ეხება ქიმიური, ფარმაცევტული, კვებისა და გარემოს დაცვის ინდუსტრიისათვის ქიმიკოს ლაბორანტების (ინსტრუმენტული ანალიზი) მომზადებასა და პროფესიულ ტრენინგს.

მისამართი: ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ 2 კორპუსი, მცირე საკოფერენციო დარბაზი №135.


იხილეთ ღონისძიების პროგრამა

იხილეთ დანართი №1
იხილეთ დანართი №2






« იხ. ყველა ანონსი