2013-12-08

საქველმოქმედო კონცერტი "დავეხმაროთ უპატრონო ბავშვთა სახლს"

8 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული „შემეცნებითი კლუბის“ ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი: "დავეხმაროთ უპატრონო ბავშვთა სახლს". კონცერტში მონაწილეობენ: ზურა მოსიავა, ნინი ცნობილაძე, ანი კეკუა, გიორგი ერგემლიძე, ჯგუფი "არა", ჯგუფი "you are", გიორგი გასვიანი, გუგა როგავა.

მოწვეულნი იქნებიან ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. დარბაზში განთავსედება სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც შეგროვდება თანხა ბავშვთა სახლისთვის. ღონისძიება იმართება ბავშვთა სახლის - "მომავლის გზა" - დასახმარებლად.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი