2016-11-01

,,ქართული ხატები’’ - ნანა ბურჭულაძის წიგნის პრეზენტაცია

1 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნანა ბურჭულაძის წიგნის - "ქართული ხატები" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ორასამდე ქართული ხატი, რომლებიც თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის იყო შექმნილ-შეწირული, ამჟამად კი თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული. აქვეა ის ხატებიც, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავდაპირველი სამყოფელი და დღემდე ზემო სვანეთის ეკლესიებს ეკუთვნის. ხატების ამ ნაკრების ქრონოლოგიური დიაპაზონია VI-XVIII საუკუნეები. ისინი მრავალფეროვანია მასალით (ოქრო, ვერცხლი, ხე, ტილო, ცვილისა და ტემპერის საღებავები, სპილოს ძვალი, ტიხრული მინანქარი), თემატიკით (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა და დღესასწაულთა ხატები) და ტიპოლოგიით (კანკელსზედა ხატები, კარედები, სანაწილეები, სხვადასხვა სახის ანსამბლები).

წიგნი განსაზღვრულია სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი