2012-06-11

ალმანახის პრეზენტაცია თსუ-ში

11 ივნისს, 11.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შემეცნებითი ალმანახის “ჰეროლდის” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ალმანახის ავტორები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო და სხვადასხვა უწყებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ალმანახის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება ჰერალდიკას, ვექსილოლოგიას, ფალერისტიკას, ნუმიზმატიკას, ბონისტიკას, სფრაგისტიკას, უნიმორფოლოგიასა და ემბლემატიკას.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი