2017-10-25

„მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში“

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში ორდღიანი კონსორციუმი გაიხსნება.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს ავღანური უნივერსიტეტებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონთაშორის დონეზე აკადემიური თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით.

პროგრამა

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი