2017-02-24

საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში

24 თებერვალს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიმართება საპანელო დისკუსია თემაზე:“საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ლევან მიქელაძის 60 წლისთავს. ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მთავარი შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესებთან.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიის სწავლების ფონდის პრეზიდენტი თინა მიქელაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგებიან ვიქტორ დოლიძე - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, თედო ჯაფარიძე-პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში,  რევაზ გაჩეჩილაძე -საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოხს ელჩი სლოვაკეთში, ვლადიმერ პაპავა - აკადემიკოსი, რონდელის ფონდის წამყვანი მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის წამყვანი მკვლევარი, ზურაბ აბაშიძე - პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში, ივლიანე ხაინდრავა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. შეხვედრას გაუძღვებიან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე.  

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

დისკუსია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი