2010-03-19
ანთროპოლოგიის სიმპოზიუმი
24 მარტს, 15:00 საათზე ანთროპოლოგიის სიმპოზიუმის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებისა და სტუდენტებისათვის ანთროპოლოგიის თემისადმი მიძღვნილი პროექტის საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა. პრეზენტაციას ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი
მაიკლ ჰერცფელდი (Michael Herzfeld) და ჰარვარდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, ცენტრალური ევრაზიის კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი
ლორა ადამსი (Laura Adams) გამართავენ.
19 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ანთროპოლოგიურ სიმპოზიუმს სახელწოდებით “ანთროპოლოგიის განვითარება ევრაზიაში” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მეორე პროექტის “საბჭოთა ყოველდღიურ ცხოვრებაში” (Soviet in Everyday Life) ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია კი, ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართება.
ორივე პროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ReSET-ის (სანიმუშო სწავლების რეგიონული სემინარი) მოქმედი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელიწადს, ცენტრალურ აზიაში ევრაზიის რეგიონში ანთროპოლოგიის განვითარებისთვის მსჯელობენ. შეხვედრაზე ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებიდან მოწვეულ სტუმრებს ლექციებს და სემინარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები უკითხავენ. ცენტრალურ აზიაში დანიის, შოტლანდიის, ესტონეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, მონღოლეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები იკრიბებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ანთროპოლოგიურ სიმპოზიუმს მხოლოდ პროექტის მონაწილეები დაესწრებიან, ანთროპოლოგიის საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კი, საჯარო პრეზენტაციას სახელმწიფო უნვერსიტეტი 24 მარტს უმასპინძლებს.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია @№332
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge