2010-05-11

თსუ-ს ახალი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების ”საერთაშორისო ურთიერთობებისა” და ”გენდერის კვლევის” პრეზენტაცია

11 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ახალი პროექტის საერთაშორისო  სადოქტორო პროგრამების ”საერთაშორისო  ურთიერთობებისა” და ”გენდერის კვლევის” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ–ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნილ მაკფარლეინი დაესწრებიან.
პროექტის ხანგრძლივობა 4 წელია (2010 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 31 დეკემბერი). ახალი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების სწავლება  2010 – 2011 სასწავლო წლიდან დაიწყება.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული, რუმინეთის აუდიტორია №332



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი