2017-05-25

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვიხსენებთ გრიგოლ ლორთქიფანიძეს’’

25 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა" და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ,,ვიხსენებთ გრიგოლ ლორთქიფანიძეს’’ გამართავს.

ღონისძიებას გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტი პაატა სურგულაძე, თსუ ემერიტუს პროფესორები: მარიამ ლორთქიფანიძე, გურამ ლორთქიფანიძე, თსუ პროფესორი დიმიტრი შველიძე, თსუ სტუდენტები და თანამშრომლები დაესწრებიან. სხდომაზე ასევე თბილისის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები და პედაგობები დაესწრებიან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნის  გაღრმავებას საქართველოს დამოუკიდებლობის წლების შესახებ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის სამკიხველო დარბაზი  



« იხ. ყველა ანონსი