2013-05-16

მერი ჰოკსუორთის საჯარო ლექცია

16 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, რატგერსის უნივერსიტეტის ქალთა და გენდერის კვლევის პროფესორის მერი ჰოკსუორთის საჯარო ლექცია გაიმართება.
თემა:
პოლიტიკის რეკონცეპტუალიზაცია ქალებითა და მამაკაცებით დასახლებულ მსოფლიოში.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.  სამუშაო ენა - ინგლისური.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ მეორე კორპუსი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა (ოთახი 336)

« იხ. ყველა ანონსი