2015-03-21

კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი

21 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კონკურსის ფინალისტებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ

კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ ტყის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. კონკურსი 9 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლოთ.

ტყის პრობლემებსა და მათი გამოსწორების პერსპექტივებზე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.  კონკურსში 96 წკოლა მონაწილეობდა. მომზადდა 205 ნაშრომი, საიდანაც ფინალში 48 საუკეთესო ნამუშევარი გადავიდა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №115

« იხ. ყველა ანონსი