2013-05-20

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ

20 მაისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია  ახალგაზრდული ორგანიზაცია „FOREVER“ და ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებასთან ერთად არის ორგანიზებული და ღონისძიებათა ციკლის „საქართველოს მოპოვებული, დაკარგული და აღდგენილი დამოუკიდებლობა - 1918-1991 წ.წ.” ფარგლებში გაიმართება.
სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად, 20-26 მაისს დაგეგმილია სხვა აქტივობებიც, რომელიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება: საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია; 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ამსახველი ფოტო გამოფენა; გეგა კობახიძის ნახატების გამოფენა; გეგა კობახიძის მონაწილეობით კინოფილმების ჩვენება; მხატვარ სოსო წერეთლის ნახატების გამოფენა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი