2015-12-01

ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკისა“ და თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

ღონისძიებას გახსნის ნაირა ბეპიევი - თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. მომხსენებლები იქნებიან: ზიბელ სტეისი (დიდი ბრიტანეთი) - ევროკავშირის მისია - ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი; ირმა ალადაშვილი - სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ოჯახური ძალადობის საკითხი; ამირან აზალაძე - თსუ დოქტორანტი - ქალის ხმა მსოფლიო ისტორიაში ნინო პოპიაშვილი თსუ, ფილოლოგიის დოქტორი,  - ომი ქალის მეხსიერებაში.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები საქართველოში იაკუბ სიმაკი (ჩეხეთის რესპუბლიკა) და  მატილდა სანდენი (შვედეთი).

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისურ
საკონტაქტო ტელ.: 599 10 11 64

მისამართი: ქ. წამებულის №55, თსუ VII კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი