2011-06-01
სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმი თსუ–ში
1 ივნისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება. ფორუმში მონაწილეობას საქართველოს, ევროპისა და ამერიკის 13 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები მიიღებენ. გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. რომელიც კავშირების გაღრმავებას და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელს თსუ–ის, ევროპული უნივერსიტეტებისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები მოაწერენ.
ფორუმში მონაწილეობას ესტონეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, გერმანიის, ჩეხეთის, აშშ–ს, იტალიის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ხორვატიის, სომხეთის, ლიტვის, ბელგიის უნივერსიტეტების თვითმმართველობის წევრები მიიღებენ. ფორუმი ხუთ დღეს გასტანს და 5 ივნისს დასრულდება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი