2013-04-17

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

17 აპრილს, 12.00-დან 16.00 საათამდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ტრადიციულ საგაზაფხულო აქციას მოაწყობს. ღონისძიებაზე ლიტერატურის ინსტიტუტის ეგიდითა და მისი უშუალო მონაწილეობით გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
აქციის ფარგლებში წიგნები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მისამართი: კოსტავას ქ. 5 , თსუ ლიტერატურის ინსტიტუტი


« იხ. ყველა ანონსი