2017-11-14

ვორქშოფი აკადემიურ წერაში

14 ნოემბერს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, საქართველოს და სომხეთის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართება გაერთიანებული სამუშაო სემინარი (workshop) აკადემიურ წერაში.

ვორქშოფს თსუ იურიდიული ფაკულტეტი Volkswagen-ის ფონდის (გერმანია) დაფინანსებითა და გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს .

პროექტის მიზანია დაეხმაროს დოქტორანტურის სტუდენტებს განივითარონ უნარ-ჩვევები აკადემიური წერის, ან სხვა ისეთი აკადემიურად მნიშვნელოვანი კვლევითი ტექნიკის დაუფლების მიმართულებით, რაც აუცილებელია სადოქტორო ნაშრომის წარმატებით შესრულებისათვის.

პროექტის პირველი ნაწილი განხორციელდა გერმანიაში თუბინგენის უნივერსიტეტში.

პროექტს უძღვებიან გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო სამართლის მიმართულებით, სამართლის დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ხერხეულიძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი