2016-04-23

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი

23 აპრილს, 11.30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება.

ღონისძიების დაწყებამდე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“ გაიხსნება, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში ჩატარდება პარაკლისი და თსუ პანთეონში ივანე ჯავახიშვილის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი