2013-01-15

სტუდენტური ინიციატივის პრეზენტაცია

15 იანვარს, 15:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით და ლევან მიქელაძის ფონდის მხარდაჭერით იწყება სამოქალაქო კამპანია „TავიSUფალი“.  კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია კანონპროექტის ინიცირება   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ.          
კანონპროექტის მიზანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და აისახოს სამართლებრივი სტატუსის საკითხთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც გააფართოებს თსუ-ს ავტონომიურობის ფარგლებს და ხაზს გაუსვამს მისი ლეგიტიმურობის მაღალ დონეს.
პრეზენტაციას დაესწრებიან  საქართველოს მთავრობის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები.  
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი (115-ე აუდიტორია)
« იხ. ყველა ანონსი