2012-12-19

„ჰერეთის დღეები“ თსუ-ში

19 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰერეთის დღეები“ გაიმართება . ღონისძიების ფარგლებში ჰერეთის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება (აუდიტორია №101).
17.00 საათზე თსუ სააქტო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა და  ქართული ხალხური შემოქმედების საღამო .
„ჰერეთის დღეები“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და თსუ თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი.


« იხ. ყველა ანონსი