2017-07-20

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის

20 ივლისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში. ასევე, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ტელე-პროდუქცია განთავსდება ასოციაციის წევრ და პარტნიორი ორგანიზაციების ტელეკომპანიებში.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 108

« იხ. ყველა ანონსი