2014-10-02

საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექცია თსუ-ში

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამართავს ღია ლექციას თემაზე „პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში.“

ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  « იხ. ყველა ანონსი