2018-06-26
წიგნის - ,,მამა’’ პრეზენტაცია
26 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - ,,მამა’’ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა გამოცემასა და ხელნაწერების ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის შვილების მოგონებები.
გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილეს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი