2016-05-25

გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები“

25 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენაზე  „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები.“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და დამფუძნებელ კრებაში შემავალი ოთხი ძირითადი პარტიის ლიდერების შესახებ შესრულებული ჩანახატები.

მასალები მოძიებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდული გამოცემებიდან.

ჩანახატები შესრულებულია შალვა ქიქოძის, ოსკარ შმერლინგისა და  მიხეილ ჭიაურელის მიერ.

გამოფენა მომზადებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი#1, თსუ, I კორპ. ცენტრალური ფოიე.

« იხ. ყველა ანონსი