2018-01-24
მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაცია -„განათლების პერსპექტივების ანალიზი“
24 იანვარი, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის „განათლების პერსპექტივების ანალიზი“ („LEARNING TO REALIZE EDUCATION’S PROMISE“) პრეზენტაციას გამართავს.
ანგარიში მსოფლიო ბანკის მთავარი ანალიტიკური პუბლიკაციაა და ეძღვნება ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს. აღნიშნული დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ზოგადი განათლების განვითარების პროცესში.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი - მერსი ტომბონი, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახელმძღვანელი ჰოლსი როჯერსი, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ტრენერები და განათლების ექსპერტები დაესწრებიან.
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე არაერთ პროექტშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული შეფასება საქართველოს ზოგადი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის და გაცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას, რაც თითოეული მოსწავლის შედეგებზე აისახება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი