2017-10-02

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე გაიმართება.

ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და  COST ასოციაციის ხელშეწყობით გაიმართება.

საინფორმაციო დღეს გაუძღვება COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამა – COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და მათი სამეცნიერო გამორჩეულობის დამკვიდრებას COST აქციების გზით, სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით. COST Actions მკვლევრებს ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში. ასევე ჰორიზონტი 2020 პროგრამით გამოცხადებულ კონკურსებისთვის ძლიერი კონსორციუმის შექმნაში.

საინფორმაციო დღეზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: h2020georgia@gmail.com 2017 წლის 1 ოქტომბრის 17:00 საათამდე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი