2018-04-14

,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

14 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკში ,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ვიზუალური მასალა, რომელშიც ასახულია ,,დედაენის’’ პირველი გამოცემის სტრუქტურა. გამოიფინება ჟურნალების - ,,კვალისა’’ და ,,განათლების’’ ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების ,,დედაენისადმი’’ მიძღვნილი ლექსები.

საგამოფენო ექსპონატების ნახვა მსურველებს 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

მისამართი:მ.ალექსიძის II შესახვევი , №3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი