2012-06-29

გალაკტიონ ტაბიძის საღამო თსუ-ში

29 ივნისს, 16.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამართავს.
ღონისძიება სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენით - „გალაკტიონი ახალგაზრდა მხატვრების თვალით“ გაიხსნება, თსუ თეატრი „სხვენი“ გამართავს პოეზიის საღამოს „გალაკტიონი“, ხოლო დასასრულს შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე - „გალაკტიონი და თანამედროვეობა.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი