2010-05-07

საქართველოს პედიატრთა ასოციაციის 80 წლისთავისა და ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია

7-8 მაისს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს პედიატრთა ასოციაციის 80 წლისთავისა და ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. საიუბილეო ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის, ი.ფაღავას სახ პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა  და ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის ეგიდით ტარდება.
     7 მაისი – 15:00 საათი;
     8 მაისი – 11:00 საათი;


     მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი