2016-06-01

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეარაღებული ძალები“

1 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მართავს ღონისძიებას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეარაღებული ძალები“. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის, სახალხო გვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფოტოები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

გამოფენასთან ერთად გაიმართება თსუ ისტორიის დოქტორანტის დიმიტრი სილაგაძის საჯარო ლექცია და მის მიერვე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია.

ღონისძიება თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ, I კორპუსი, ბიბლიოთეკა (მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი)




« იხ. ყველა ანონსი