2016-12-20

"ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია გაიმართება.

სტუდენტური პროექტი "ქართული პოლიტიკური კორპუსი” შეიქმნა 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია“ ბაზაზე, რომელიც მიეძღვნა თემატური კორპუსების შექმნის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს (ხელმძღვანელები: პროფ. დარეჯან თვალთვაძე , პროფ. მანანა თანდაშვილი).

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პროექტის ხელმძღვანელის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის მოხსენება პოლიტიკური კორპუსის, როგორც ინტერდისციპლინარული კვლევითი რესურსის მნიშვნელობის შესახებ და პროექტის მონაწილეების სამეცნიერო მოხსენებები ქართული პოლიტიკური მეტყველების ანალიზისა და მიზნის მიღწევის ენობრივი საშუალებების თაობაზე ქართველ პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლების მაგალითზე. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შესრულებული სპეციალური  პროგრამა "პოლიტიკური მეტყველების სტატისტიკური კვლევის ვიზუალიზაცია".

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი