2013-06-25

წიგნის პრეზენტაცია - „ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“

 25 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  წიგნის   „ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს თარგმანი, შენიშვნები და გამოკვლევები დაურთო თსუ სრულმა პროფესორმა გიული ალასანიამ. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი ლევენთ მურათ ბურჰანი, პროფესორები და სტუდენტები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 36,  მე-5 კორპუსი, 313-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი