2013-05-01

ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია თსუ-ში

1 მაისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ორდღიან ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ პრეზენტაცია შედგება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ  ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის განვითარების თეორიული და პრაქტიკული ასპექტებისადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი ჩატარდება, რომელშიც პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თსუ–ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2 მაისს დასრულდება.

დღის წესრიგი

მისამართი: სასტუმრო „ვერე პალასი“, ქუჩიშვილის ქუჩა 22/24, 0179, თბილისი, საქართველო.


« იხ. ყველა ანონსი