2014-11-03
კონფერენცია „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“
3 ნოემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კონფერენცია თემაზე
„ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“.
კონფერენციას დაესწრებიან გერმანელი ექსპერტები, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუმრები, თსუ-სა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონის თვითმმართველობის წევრები. ღონისძიება ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ).
ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (№115)
« იხ. ყველა ანონსი